|
"Airbus"-ი "А320" ტიპის თვითმფრინავების წარმოების გაზრდაზე უარს აცხადებს
გერმანული კომპანია "Airbus"-ი პოპულარული თვითმფრინავების "А320"-ის წარმოების გაზრდაზე უარს აცხადებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომპანიაში მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებენ, რომელიც კარგადაა ასახული ავიასექტორზე. კომპანია 2012 წლისთვის "А320"-ს წარმოებას თვეში 42 ერთეულამდე შეამცირებს. "Airbus"-ის მენეჯმენტის განმარტებით, თვეში 42 თვითმფრინავის წარმოება სრულიად საკმარისია და დანარჩენი დამოკიდებულია ტავად ავიაბაზრის განვითარებაზე.
|
| 18:22 | 03.06.12 | | |
| | | ნანახია: 1987 | |
|
|